„თბილისი არენაზე“ თბილისის „გრანდ სლემი“ მიმდინარეობს. ამ მნიშვნელოვან ტურნირში 83 ქვეყნის 531 ძიუდოისტი მონაწილეობს. საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, თითოეულ წონაში ოთხ-ოთხი ძიუდოისტით არის წარმოდგენილი.
ტურნირზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოუტანა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში კანადელი ჯესიკა კლიმკლეიტი დაამარცხა, ოქროს მედალს დაეუფლა და „გრანდ სლემზე“ გამარჯვება კარიერაში პირველად იზეიმა.
ფინალამდე ეთერ ლიპარტელიანმა ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე ნატალია ელკინა, ბელგიელი მინა ლიბერი, მეოთხედფინალში კი 2023 წლის თბილისის „გრანდ სლემის“ გამარჯვებული სერბი მარიცა პერიშიჩი დაამარცხა, ნახევარფინალში კი სლოვენიელ კაია კაიზერს სძლია.
თბილისი „გრანდ სლემს“ მეოთხედ მასპინძლობს.