კორეაში საქართველოს ელჩის მეუღლემ თამარ ჩაჩუამ საქართველოს კულტურისა და ენის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა დაუნის სინდრომის მქონე კორეელი ახალგაზრდებისთვის. პრეზენტაციის ფარგლებში, 20-მდე კორეელი ახალგაზრდა საქართველოს კულტურას, დამწერლობასა და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნო.
კორეელ ახალგაზრდებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი სახელები დაეწერათ ქართული ანბანის გამოყენებით, რომელიც მათ სამახსოვროდ გადაეცათ.
აქტივობის ფარგლებში, კორეელ ახალგაზრდებს საჩუქრად გადაეცათ საელჩოს მიერ მომზადებული სამახსოვრო სუვენირები და ტკბილეული.
ღონისძიება კორეაში აკრედიტებული ელჩების ცოლების ასოციაციის (ASAS) კულტურული აქტივობების ფარგლებში, კორეის დაუნის სინდრომის ასოციაციასთან თანამშრომლობით გაიმართა, რომელსაც ASAS-ის პრეზიდენტი ნატალია ფედერიგი, კორეაში დომინიკის რესპუბლიკის ელჩის მეუღლე და პაკისტანის ელჩის მეუღლე მუნაზა ზაფარი ესწრებოდნენ.