„დინამო არენაზე“ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს უმასპინძლა. ისტორიული მატჩი ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
პირველ ტაიმში ანგარიში 41-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძის გოლით გაიხსნა. ქართველმა ფეხბურთელმა მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.
ამ გამარჯვებით ეროვნულმა ნაკრებმა ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ქართველი ფეხბურთელები საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს 26 მარტს დაუპირისპირდებიან.
გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.
„ევრო 2024“-ს 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანია უმასპინძლებს.