საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ჩატარებულ ტურნირზე “Meeting Nice Camille Muffat – Giant Series” საქართველოს რეკორდსმენმა ნიკა ჭიჭიაშვილმა, 200 მ-ზე ბატერფლაის სტილით ცურვაში, 40 წლის წინ დამყარებული საქართველოს რეკორდი(დიმიტრი იაკოვლევი 2:02.53 მოსკოვი, 1984 წ.) გააუმჯობესა. მისი შედეგია 2:02.45. ინფორმაციას საქართველოს მოცურავეთა კლუბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ გაცურვით ნიკამ 731 ქულა მოიპოვა და მისი პირადი რეკორდიც(2:03.41) თითქმის ერთი წამით გააუმჯობესა.
შეგახსენებთ,რომ ასევე ჭიჭიაშვილს ეკუთვნის საქართველოს რეკორდი 100-მეტრიან დისტანციაზე ბატერფლაის სტილით ცურვაში – 0:54.55.