ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, როკფელერის ცენტრში მდებარე “ბექა მუზეუმის” გალერეაში, ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველ მხატვარ ქალთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
ღონისძიება გაიხსნა საქართველოს გენერალური კონსულის, მაია ბართაიას მისასალმებელი სიტყვით, რომელმაც გენერალური საკონსულოს ერთ-ერთ პრიორიტეტად აშშ-ში ქართული დიასპორის მხარდაჭერა დაასახელა და ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებული შტატებში ქართული დიასპორის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და განვითარების მიმართულებით.
ასევე, გენერალურმა კონსულმა მადლიერება გამოხატა ამერიკული მხარის მიმართ ქართველი ხალხის მხარდაჭერისათვის და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისათვის.
ღონისძიების დასასრულს საქართველოს გენერალურ საკონსულოს ბექა მუზეუმმა საჩუქრად გადაცა შოთა ბაღათურიას ნამუშევარი საქართველოს დროშა.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ქ. ნიუ-იორკში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები.