ხორვატიამ კლასიკურ ძალისმიერ სამჭიდში ღია ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. კონტინენტის პირველობაზე (+120 კგ) წარმატებით იასპარეზა თემურ სამხარაძემ. სამჭიდის ჯამში მან 1063,5 კგ დააგროვა და ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.
ქართველმა სპორტსმენმა მცირე ოქროს მედლები ცალკეულ მოძრაობებშიც დაიმსახურა და ჩემპიონატზე ევროპისა და მსოფლიოს 17 რეკორდი დაამყარა. აღსანიშნავია, რომ ევროპაში თემურ სამხარაძე გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც ამდენი რეკორდის დამყარება შეძლო.
ევროპის ჩემპიონატზე -57კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა სოფიკო კვანჭიანმა, რომელმაც 22 მონაწილეს შორის მეექვსე ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენმა წოლჭიმში 427,5 კგ დააფიქსირა და მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა.