ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმის დასათვალიერებლად მისულ სტუმრებს გარდა მუდმივმოქმედი ექსპოზიციისა, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და “არა ჩვეულებრივი” გამოფენა დახვდებათ სიურპრიზად.
მუზეუმის სივრცეში გამოიფინა ქართული და უცხოური პირველი გამოცემები, რომლებიც იშვიათ გამოცემათა ფონდშია დაცული.
„ექსპოზიციაზე ნახავთ პლატონ იოსელიანის, დანიელ ჭონქაძის, კონსტანტინე გამსახურდიას, ტიციან ტაბიძის, გალაკტიონ ტაბიძის, ლადო ასათიანის და სხვათა ნაწარმოებების პირველ გამოცემებს.
დამთვალიერებლებისთვის სიახლეა უცხოური მწერლობის ნიმუშების ნახვა.
გამოფენაზე პირველად იხილავთ პირველ გამოცემებს ისეთი ნაწარმოებებისა, როგორიცაა ალექსანდრე დიუმას „კავკასია“, ჟიულ ვერნის „ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ“, არტურ კონანდოილის „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“, ალექსანდრე დიუმას „ქალი კამელიებით“ და ა. შ.“, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.