საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონია

პარიზში, „ჟან ბუინზე“, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ფინალში პორტუგალიას დაუპირისპირდა. „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე ანგარიშით 36 :10 დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტული მეთექვსმეტედ მოიპოვეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ თორნიკე ჯალაღონია დაასახელეს.

„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველომ გერმანია, ნიდერლანდები  და ესპანეთი დაამარცხა, ნახევარფინალში კი რუმინეთს ანგარიშით 43:5 მოუგო და ანთიმოზ ივერიელის თასი მეთვრამეტედ დაისაკუთრა.

ანთიმოზ ივერიელის თასიბორჯღალოსნებირაგბი ევროპა