აზერბაიჯანში, საერთაშორისო ტურნირზე სპორტულ ტანვარჯიშში ჩვენმა ტანმოვარჯიშეებმა წარმატებით იასპარეზეს და ჯამში 8 მედალი მოიპოვეს.
ანდრია ქელეხსაშვილმა 6 მედალი მოიპოვა, მათ შორის 3 ოქროს, 2 ვერცხლის, 1 ბრინჯაოსი, ასევე, ანდრეა გახდა აბსოლუტური ჩემპიონი მრავალჭიდში.
დაჩი დოლიძემ მოიპოვა ოქროს მედალი ტაიჭზე ვარჯიშში, ხოლო, მარიამ პატარიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა დვირზე ვარჯიშში.