ქალაქ ლონდონში იხსნება ქორეოგრაფიული სტუდია, სადაც 6-იდან 14 წლამდე ბავშვებს და მოყვარულებს(ასაკის შეუზღუდავად) ქართულ და მსოფლიო ხალხთა ცეკვებს შეასწავლიან.
ხელმძღვანელები იქნებიან საქართველოს შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი: რომიკო ბიბილეიშვილი და ქ.რუსთავში არსებული, ანსამბლ “სალხინოს” ყოფილი წევრი და ამჟამად მოქმედი მოცეკვავე – მსახიობი: გუკა წიკლაური.
„სტუდიის მიზანია, ემიგრაციაში მყოფ ქართველებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, შევაყვაროთ და შევუნარჩუნოთ ქართული კულტურა და ცეკვა, გავუზიაროთ და გადავცეთ 20+ წლიანი გამოცდილება“, – ნათქვამია სტუდიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.