პრაღის მე-6 ოლქის მუნიციპალიტეტთან და ორგანიზაცია “Fresh Senior”-თან თანამშრომლობით, საელჩოს ორგანიზებით საქართველოს შესახებ შემეცნებითი საღამო გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, უნიკალური კულტურის და ტრადიციების თაობაზე პრეზენტაცია მოეწყო.
Georgian Dance • Prague-ის მოცეკვავეებმა ქართული ეროვნული ცეკვა შეასრულეს. ღონისძიების დასკვნით ნაწილში სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და სამზარეულო.