თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი ჯონი დიასამიძე სწავლას ჩინეთში აგრძელებს.
ჯონიმ კონკურსის შედეგად მოიპოვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო სტიპენდია და ჩააბარა ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში – ჭეძიანგის უნივერსიტეტში, სადაც ის ერთი წლის განმავლობაში ჩინური ენისა და კულტურის პროგრამაზე ისწავლის.