რეზი ესაძე კლუბ Karlsruhe-Beiertheim-ის სპორტულ მენეჯერად დაინიშნა

ვეტერანი მოცურავე და საქართველოს მოცურავეთა კლუბის ვიცეპრეზიდენტი რეზი ესაძე, გერმანიის ქალაქ კარსლუეში, კლუბ Karlsruhe-Beiertheim-ის სპორტულ მენეჯერად დაინიშნა. კლუბში, 11 სხვადასხვა სპორტის სახეობაში 2,300-ზე მეტი სპორტსმენი ვარჯიშობს. კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სპორტში ჩართულობას და ასევე, მაღალ სპორტულ შედეგებს მიაღწიოს.

„რეზი მრავალი წლის განმავლობაში იყო პროფესიონალური ცურვით დაკავებული  და შესრულებული ჰქონდა სპორტის ოსტატობის კანდიდატის ნორმატივი თავისუფალი ყაიდით ცურვაში. ასევე, აქტიურად იყო და არის ჩართული სპორტული ასოციაცია საქართველოს მოცურავეთა კლუბის განვითარებაში. 2019-2023 წლებში სწავლობდა გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში სპორტის მენეჯმენტის ფაკულტეტზე, სრული სტიპენდიით. ასევე არის 2023 წლის ბუნდესლიგის ვიცეჩემპიონი ჰაიდელბერგის სარაგბო კლუბის შემადგენლობაში. ვუსურვებთ რეზის წარმატებებს!“, – ნათქვამია საქართველოს მოცურავეთა კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რეზი ესაძესაქართველოს მოცურავეთა კლუბი