ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და ასოციაციის „ქართული ღვინო“ ორგანიზებით, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენაში „prowein düsseldorf” ქართული ღვინის 28 კომპანია მონაწილეობს.
მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე მოსულ სტუმრებს სამი დღის განმავლობაში ქართული ღვინის დაგემოვნებისა და შეფასების შესაძლებლობა ეძლევათ.
ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და გაყიდვების ზრდისთვის, გამოფენაში „ProWein Dusseldorf“ მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.