საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა იაშარ დუგუს მემორიალზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ანტალიაში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – იაშარ დუგუს მემორიალზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე გიორგი რომელაშვილი (92 კგ) და სოლომონ მანაშვილი (125 კგ) ავიდნენ.

ანდრო მარგიშვილმა (92 კგ) მედლის მოპოვების რეალური შანსი ნახევარფინალში მიღებული მცირე ტრავმის გამო დაკარგა, რომლის გამოც რეპეშაჟის ფინალიც გამოტოვა.

გიორგი რომელაშვილისოლომონ მანაშვილიჭიდაობა