ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა რაპირით ასპარეზობაში, გუნდურ შეჯიბრებაში, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა

პარიზში ეტლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა რაპირით ასპარეზობაში, გუნდურ შეჯიბრებაში, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

პარიზში გამართულ ტურნირზე ჩვენმა გოგონათა ნაკრებმა – ირმა ხეცურიანის, ნინა თიბილაშვილის და გვანცა ზადიშვილის შემადგენლობით, რაპირით ასპარეზობაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იტალიის უძლიერესი გუნდი ანგარიშით, 45:32 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ასევე მესამე ადგილი დაიკავა ხმლით ფარიკაობაში. სულ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ხუთი მედალია: ორი ბრინჯაო გუნდურ ასპარეზობებში, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო კი – ინდივიდუალურ შეჯიბრებაში. ხმლით ფარიკაობაში ვერცხლის მედალი ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა მოიპოვეს. ირმა ხეცურიანმა რაპირით ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.