ავსტრიის ქალაქ ლინცში დასრულებული გრანპრის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში გამოცდილ უნგრელ ძიუდოისტს, კრისტიან ტოტს მოუგო, მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა კი ფინალურ ბლოკში ისრაელის წარმომადგენელს, შმაშილინს სძლია.
ავსტრიულ ტურნირზე საქართველოს ნაკრების რვა ძიუდოისტმა იასპარეზა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.