“აბუ-დაბის კულტურის ფორუმზე” გიორგიმ მიქაძემ საქართველო და Berklee College of Music წარადგინა

“აბუ-დაბის კულტურის ფორუმზე” გიორგიმ მიქაძემ საქართველო და მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებელი Berklee College of Music წარადგინა.

CultureSummit Abu Dhabi მსოფლიო კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის, ცოდნის გაცვლის, დებატებისა და სახელოვნებო პოლიტიკის განვითარების ყოველწლიური გლობალური ფორუმია.

„აბუ-დაბის კულტურის სამიტში” მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მუსიკალური ინდუსტრიის, მეცნიერებისა და ხელოვნების ავტორიტეტული წარმომადგენლები.

მსოფლიო პანელზე გიორგიმ წარადგინა მოხსენება თემაზე „Music: The Timely and the Timeless”. გიორგიმ ხაზგასმით ისაუბრა ქართულ პოლიფონიაზე და მის უნიკალურობაზე, ასევე თემაზე მუსიკა როგორც მარადიული ხელოვნება, რომელსაც ადამიანები ქმნიან და უკვდავია, მან ისაუბრა ჩაკრულოზე, რომელიც კოსმოსში გაუშვეს როგორც მარადიული ხმა დედამიწიდან. შემდეგ კი მისი კონცერტი “The New York Gypsy All Stars” შედგა ბენდთან ერთად.

გიორგი მიქაძე