1921 წლის 9️ მარტს, რუსთაველის გამზირზე მდებარე სამხედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს კოჯრის ბრძოლაში დაღუპული გმირი იუნკერები.
ზუსტად 35 წლის შემდეგ, 1956 წლის 9️ მარტს, თბილისში, დედაენის ძეგლთან მყოფ მშვიდობიანი მიტინგის ასიათასობით მონაწილეს საბჭოთა კავშირის მაშინდელი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელების, ნიკიტა ხრუშჩოვისა და მარშალ გიორგი ჟუკოვის ბრძანებით საბჭოთა ჯარმა, გენერალ ფედინიუნსკის მეთაურობით, ტყვიამფრქვევებიდან, ავტომატებიდან და ტანკებიდან ცეცხლი გაუხსნა მომიტინგეებს.
1956 წლის 9 მარტს დაიღუპა და დაიჭრა ასობით უდანაშაულო ადამიანი, მათგან უმრავლესობა ახალგაზრდა იყო.