პარიზში ეტლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ირმა ხეცურიანის, ნინა თიბილაშვილისა და გვანცა ზადიშვილის შემადგენლობით, ხმლით ფარიკაობაში გუნდურ შეჯიბრებაში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები პოლონეთის გუნდს დაუპირისპირდა, ბრძოლა ანგარიშით 43:45 დათმო და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. 9 მარტს ქართველი პარაათლეტები უკვე რაპირით ბრძოლაში შეეცდებიან მედლების მოპოვებას.
შეგახსენებთ, რომ 7 მარტს კონტინენტის პირველობაზე ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ინდივიდუალურ ასპარეზობაში ვერცხლის მედლები მოიპოვეს.