ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ევროპის საკონტინენტო ტურნირზე 2024 წლის პარალიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდა. ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა პარასპორტსმენებმა – ანა ჯაფარიძემ და გიორგი ნიკოლაძემ ოქროს მედლები მოიპოვეს და გახდნენ პირველი ქართველი პარაათლეტები, რომლებიც პარალიმპიურ თამაშებზე პარატაეკვონდოში საქართველოს ღირსებას დაიცავენ.
ანა ჯაფარიძემ -52 კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალში ბრიტანელი კირა ფორსაიტი დაამარცხა, ფინალში კი ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე ანა პოდუბსკაიას სძლია.
-70 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ნიკოლაძემ ნახევარფინალში ესპანელი გაბრიელ ამადო გარაგაზას სძლია, ფინალურ ბრძოლაში კი პოლონელი მესიეჟ კესიცკი დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ სანდრო მეგრელიშვილმა (-63 კგ) საკონტინენტო ტურნირზე ვერცხლის მედალი დაიმსახურა, ლია ჩაჩიბაიამ (-47 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ამ ეტაპზე პარიზის პარალიმპიური თამაშებისთვის ქართველ პარასპორტსმენებს შვიდი ლიცენზია აქვთ მოპოვებული.