მწერალთა სახლის ხელშეწყობით, აზერბაიჯანულად ითარგმნა და გამომცემლობა ალატორანის მიერ გამოიცა გურამ ფანჯიკიძის “თვალი პატიოსანი”.
მთარგმნელი: იმირ მემედლი.
თამაზ იაშვილი ფენომენალური ნიჭის მქონე ახალგაზრდა მათემატიკოსია, მაგრამ სრულიად უმწეოა პრობლემების წინაშე და არ შეუძლია ბრძოლა საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. ოთარ ნიჟარაძე, ამ მხრივ, მისი სრული ანტიპოდია და ერთგვარი აზარტითაც კი იბრძვის როგორც თავისი, ისე მისი მეგობრის, თამაზ იაშვილის გაქნილი და სახიფათო მტრების წინააღმდეგ. ამ ორი მეგობრის თავგადასავლების ფონზე გვიხატავს გურამ ფანჯიკიძე იმდროინდელი საზოგადოების ცხოვრებას.