სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ინფორმაციით, ამავე სკოლის მე-11გ კლასის (დამრიგებელი ქეთევან ფირცხალავა) მოსწავლე ანა სალდაძე FLEX-ის გაცვლითი პროგრამის გამარჯვებული გახდა.
მათივე ცნობით, ანა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მისთვის შერჩეულ სკოლაში მე-12 კლასში ისწავლის.