სვანეთი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს „გიზ-გიზს“ მასპინძლობს. გუდაურის შემდეგ ფესტივალი მესტიაში ტარდება. ადგილობრივებსა და სვანეთის სტუმრებს ფესტივალზე უამრავი სანახაობა ელოდებათ. დასწრება თავისუფალია.
გიზ-გიზის“ ფარგლებში გაიმართა კონცერტები, ფესტივალის მუსიკალურ გაფორმებაზე ბენდები და დიჯეებმა იზრუნეს, მოეწყო სამეწარმეო ბაზარი, კვების სივრცეები, პერფორმანსები, თამაშები და გასართობი აქტივობები.
ფესტივალის მიზანია ზამთრის კურორტების პოპულარიზაცია და მეტი შიდა და უცხოელი ტურისტის მოზიდვა.
მესტიის შემდეგ ფესტივალი ბაკურიანში გაიმართება.