უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემზე გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
შეჯიბრებაზე დღეს გამომსვლელი ორი ძიუდოისტი – ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და ლაშა ნადირაძე (66 კგ) გრანდ სლემს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ. ხვალ, 2 მარტს, ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს ქართველებიდან ბაგრატ ნინიაშვილი (73 კგ) იასპარეზებს.
გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი (ორივე – 60 კგ), ლაშა ნადირაძე (66 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (73 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და იმედა გოგოლაძე (ორივე – 100 კგ).