საქართველოს რეკორდსმენმა ირაკლი რევიშვილმა დოჰაში მიმდინარე მასტერსის მსოფლიოს ჩემპიონატზე, 35-39
„ახალი მასტერსის მსოფლიო რეკორდი და ოქროს მედალი, ეძღვნება ბებოს და დედას! მათ ყოველთვის სჯეროდათ, რომ მსოფლიო ჩემპიონი გავხდებოდი ❤️❤️❤️“, – წერს ირაკლი რევიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლის ეკუთვნის მოკლე წყალზე(25 მეტრიანი აუზი) მსოფლიოს რეკორდები 400-800 მ-ზე თავისუფალ ყაიდაზე ცურვაში და ევროპის რეკორდი, ამავე სტილით, 200-მეტრიან დისტანციაზე.
ირაკლი რევიშვილი, 28 თებერვალს, 400 თავისუფალ ყაიდას იცურავებს, ხოლო 3 მარტს – 200 მეტრს.