ამ დღეებში, ბაქო ბატუტზე ხტომაში მსოფლიო თასს მასპინძლობდა.
მსოფლიოს საუკეთესო ბატუტზე მხტომელები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ როგორც ინდივიდუალურ, ასევე სინქრონულ ხტომაში.
საკვალიფიკაციო ეტაპზე, სინქრონულ ხტომაში, მარიამ რაგიმოვამ და ანანო აფაქიძე წარმატებით იასპარეზეს და ფინალში მოხვდნენ, სადაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.