არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა „კარატე 1, ახალგაზრდულ ლიგას“ უმასპინძლა. ტურნირზე წარმატებით იასპარეზა ქართველმა კარატისტმა ნიკო კონჯარიამ.
+70 კგ კატეგორიაში 14-15 წლის სპორტსმენებს შორის ხუთი მოგებული ბრძოლით მან ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ნიკო კონჯარია ფინალში ეგვიპტელ სპორტსმენს დაუპირისპირდა. შეხვედრა ანგარიშით 2:2 დასრულდა, თუმცა პირველი ქულის უპირატესობით ოქროს მედალი ქართველ კარატისტს ერგო.
ახალგაზრდულ ლიგაზე საქართველოს ღირსებას სამი სპორტსმენი იცავდა.