რუსთავის მერიის ინფორმაციით, რუსთავი ქორეოგრაფიულ ფესტივალ „ქართულს” უმასპინძლებს, რომელიც აპრილის ბოლოს გაიხსნება.
კონკურს-ფესტივალი – ,,ქართული”, რუსთავში წელს პირველად ჩატარდება და ამჯერად მასში რუსთავისა და ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას. საფესტივალო სივრცე და სცენა რუსთავის თეატრის სკვერში მოეწყობა.
„ქართულის” საკონკურსო ნაწილი, 6 დღე გაგრძელდება და მე-7 დღეს, გალა კონცერტით დასრულდება. ათ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს, ფესტივალის სპეციალური ჟიური გამოავლენს, საუკეთესო მონაწილე ანსამბლი, კი გარდამავალი გრან-პრით დაჯილდოვდება.
„ქართულის“ საფესტივალო სივრცეში, ერთი კვირის განმავლობაში მოწყობილი იქნება ეთნოგრაფიული, სამრეწველო და კულინარიული კუთხეები, გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც.