ესპანეთში, გრანადაში, მსოფლიოს თასის გათამაშებაში ახალგაზრდებს შორის პნევმატიკური პისტოლეტის 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში ქართველმა ტყვიის მსროლელმა მარიამ ფროდიაშვილმა 213,1 ქულით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ოქროსა და ვერცხლის მედლები ინდოელმა სპორტსმენებმა დაისაკუთრეს.
აღსანიშნავია, რომ მარიამ ფროდიაშვილმა მსოფლიოს თასზე მედლის მოპოვება პირველად შეძლო.
საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე ტურნირზე ეს უკვე მეოთხე მედალია. ბრინჯაო იოანე ხვარეშიამ მოიპოვა, შერეულ წყვილებში კი ქართული ფინალი გაიმართა და ოქროსა და ვერცხლის მედლები ქართველ სპორტსმენებს ერგოთ. გუნდურ ასპარეზობაში, ოთხი მოპოვებული მედლით, საქართველო მეორე ადგილზე იმყოფება.