ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე შვედეთის ნობელის კომიტეტში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად არის წარდგენილი. ინფორმაციას ამის შესახებ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ავრცელებს.
„შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორთა მიერ, ხმათა უმრავლესობით, შვედეთის ნობელის კომიტეტში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად წარდგენილია ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი)“, – ნათქვამია ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.