მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ქართულად ითარგმნა და ქარჩხაძის გამომცემლობის მიერ გამოიცა მარჯან ქამალის „საკანცელარიო მაღაზია თეირანში“.
მთარგმნელი: თეონა ბითაძე.
წიგნში მოთხრობილია დიდი სიყვარულის ამბავი, რომელიც ირანის სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მოვლენის, 1953 წლის სახელმწიფო გადატრიალების ფონზე ვითარდება. ჩვიდმეტი წლის მეოცნებე, იდეალების მაძიებელი გოგონა, სახელად როია, სულიერ ნავსაყუდელს ბატონი ფახრის წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მაღაზიაში პოულობს, სადაც თავისი ცხოვრების უდიდეს სიყვარულს, ბაჰმანს, შეხვდება.ეს წიგნი მოგვითხრობს სიყვარულის უკვდავებასა და ცხოვრების ირონიულობაზე,იმაზე,თუ რა ადვილად შეიძლება გადაახვევინოს პიროვნებას არჩეული გზიდან.