ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელზედაც 2023 წლის ევროპის საუკეთესო ძალოსნად ლაშა ტალახაძე დასახელდა.
ორგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი კონტინენტის საუკეთესო ძალოსნად ევროპის ძალოსნობის ფედერაციისა და სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებმა დაასახელეს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი სპორტსმენი ევროპის საუკეთესო ძალოსნად 2021 და 2022 წელსაც დასახელდა.
ინფორმაციისთვის: ძალოსნობაში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას 12 სპორტსმენი დაიცავს.