იტალიაში, ფლორენციაში, ბორგეზის სასახლეში, ხელოვნების ფონდმა გამოფენა გაიმართა, სადაც სხვა მხატვრებთან ერთად ორი ქართველი მხატვრის, ძმები თამაზ და კახაბერ ხარიტონაშვილების ნახატები გამოიფინა.
გამოფენის დასრულების შემდეგ მათ საერთაშორისო პრიზი ბოტიჩელი გადაეცათ. აგრეთვე, გამოიცა 2 წიგნი, სადაც მათი ნახატები და მათ შესახებ ინფორმაცია განთავსდა.