საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ქართული ხორბლის კულტურა-რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ისტორია” გაიმართა

“ქართული ხორბლის კულტურა-რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ისტორია” – ამ უმნიშვნელოვანეს თემაზე გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია,  რომლის მონაწილე და ერთ-ერთი მომხსენებელიც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი გახლდით.

მისი მოხსენების  თემა იყო “ხორბლის კულტურა და ტერასული მეურნეობა სამცხე-ჯავახეთში”.

„ქართული ენდემური ხორბლის სახეობები მსოფლიო საგანძურის ნაწილია და დარწმუნებული ვარ დიდი აღიარება კიდევ ერთხელ იქნება. სწორედ მსოფლიოსთვის ქართული ხორბლის უნიკალურობისა და მისი მნიშვნელობის შეხსენების მცდელობა იყო ეს საჭირო და დროული სამეცნიერო კონფერენცია“, – განაცხადა მირიან ხოსიტაშვილმა.