თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტი გიორგი არსენაძე აგვისტოდან სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გიორგიმ Arizona State University-ში კომპიუტერული მეცნიერების სადოქტორო პროგრამაზე ჩააბარა. მან მოიპოვა დაფინანსება და სწავლას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გააგრძელებს.