თბილისის სპორტის სასახლეში ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასი ჩატარდება

9-11 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში, ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასი ჩატარდება.

პირად პირველობაში საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ, სრულად გამოიყენა მასპინძელთათვის დაშვებული მონაწილეთა რაოდენობა და თბილისის მსოფლიო თასზე 16 ქართველი მოფარიკავე იასპარეზებს.

ქართველ გულშემატკივართა წინაშე მსოფლიოს N1 ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, ნაკრების უკვე გამოცდილი წევრები და ნიჭიერი ახალგაზრდები წარდგებიან, რომლებისთვისაც პლანეტის საუკეთესო მოფარიკავეებთან შეხვედრები უდიდესი გამოცდილება იქნება.

მსოფლიო თასზე პირდაპირ ძირითად ბადეში შაბათს დაიწყებს ასპარეზობას: სანდრო ბაზაძე. სხვა ქართველი მონაწილეები:   ბექა ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე, გოგა კაკაურიძე, ნიკოლოზ ჭეიშვილი, ლაშა კუჭუხიძე, მიხეილ ალფაიძე, ლუკა ლომინაძე, ალექსანდრე ხორხომელიძე, დავით თავართქილაძე, ალექსანდრე თავართქილაძე, გიორგი ურუშაძე, ალექსანდრე სხილაძე, დავით ჯიმშელეიშვილი, თემო ალისტრახოვი და მერაბ ლეჟავა პარასკევს ჯგუფური ეტაპიდან ჩაერთვებიან ბრძოლაში.