ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში, ქართველმა ჩოგბურთელმა, მარიამ ბოლქვაძემ ITF-ის ტურნირი მოიგო.
ტურნირის ფინალურ შეხვედრაში მარიამმა ელენა პრიდანკინა ორ სეტში, 6:0, 6:3 დაამარცხა. საერთო ჯამში მან ერთი იტალიელი და ოთხი რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა.
ქართველი ჩოგბურთელი ამ მომენტისთვის კლასიფიკაციაში 452-ე ადგილზეა.