ციფრული კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონის“ ნამუშევარი „გმირობის ნაყოფი“ რიგით მესამე Anthem Awards-ის National Awareness Campaignიის კატეგორიაში ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა.
The Anthem Awards ნიუ-იორკში დაფუძნებული დაჯილდოებაა, რომელიც დღესდღეობით ყველაზე დიდ სოციალური ზეგავლენის ჯილდოდ არის აღიარებული. წლევანდელი Anthem Awards-ის ჯილდოს გამარჯვებულები ციფრული ხელოვნებისა და მეცნიერების საერთაშორისო აკადემიამ – IADAS-მა 44 ქვეყნის 2000-ზე მეტი მონაწილიდან შეარჩია. Anthem-ის ჟიურის წევრები თავიანთი სფეროების ლიდერები არიან – Heather Dowdy, Netflix-ის პროდუქტის ხელმისაწვდომობის დირექტორი; Alex Amouyel, Newman’s Own Foundation-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი; Noel Kinder, Nike-ის მდგრადობის მთავარი ოფიცერი; Shaniqua McClendon, Crooked Media/Vote Save America-ს პოლიტიკის ვიცე პრეზიდენტი; Rawle Andrews Jr., Esq., ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; Alison Moore, Comic Relief US-ის აღმასრულებელი დირექტორი; Christina Lang, Mozilla-ს ჩრდილოეთ ამერიკის მარკეტინგის ვიცე პრეზიდენტი; Michelle Waring, Tom’s of Maine მდგრადობისა და ყოველდღიური სიკეთის სტიუარდი და სხვა.
„Anthem Awards-ის გამარჯვებული „გმირობის ნაყოფის“ კამპანიას, რომელზედაც „ლივინგსტონმა“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) და Zinc Network-თან ერთად იმუშავა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
2008 წელს, რუსული აგრესიის შემდეგ, საქართველოს შუაგულში საზღვართან ცხოვრება უკიდურესად საფრთხის შემცველი გახდა. საქართველოს ცხინვალის რეგიონის ზოგიერთი ადგილობრივი მოსახლე იძულებული გახდა დაეტოვებინა ის მიწები, რომლებიც აქამდე თაობებს გადაეცემოდა. ამ დროისთვის 1033 მოქალაქეა გატაცებული. თუმცა, საფრთხის მიუხედავად, ზოგიერთი მამაცი ფერმერი ჯერ კიდევ რჩება და ასაქმებს კიდეც სხვა სოფლების მოსახლეებს თავის ფერმებში, რათა რეგიონმა არსებობა განაგრძოს. ჩვენ შევიმუშავეთ ბრენდინგი და უნიკალური კამპანია ამ მამაცი ფერმერების პროდუქციის პოპულარიზაციისთვის.
ამ ფერმერებს წახალისება სჭირდებოდათ და ჩვენ მათ მხარი დავუჭირეთ ახალი სადისტრიბუციო და საკომუნიკაციო არხებით. მათი ვაჟკაცობის ზეიმის აღსანიშნავად პროდუქტებს ვუწოდეთ „გმირობის ნაყოფი“ და შევქმენით ლოგო – მწვანე ფოთლებისა და კენკრის ყლორტებით, დამსხვრეული მავთულებით, რომელიც მათი ურყევი სულის სიმბოლო იქნებოდა.
ჩვენმა შეფუთვამ ისინი გამოაჩინა სუპერმარკეტებში და კამპანია აქტუალური თემა გახადა. მედია ინვესტიციების გარეშე ამ კამპანიას ფეისბუქზე 2 მილიონი მოწონება ჰქონდა და ჯამში 10 ტონა და 7000 შეფუთული პროდუქცია გაიყიდა!“, – ნათქვამია სარეკლამო სააგენტო „ლივინგსტონის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ლივინგსტონი“ დამოუკიდებელი სარეკლამო სააგენტოა. იგი 2010 წელს, თბილისში დაარსდა. მისი კლიენტების სიაში არიან: Siemens, PwC, Visa, Bavaria, UNICEF, Fox, Netflix და ა.შ. 2015 წელს „ლივინგსტონი“ გახდა პირველი ქართული სააგენტო, რომელმაც კანის ბრინჯაოს ლომი მოიპოვა, დღესდღეობით მას უკვე ორჯერ აქვთ კანის ბრინჯაოს ლომი მოგებული. „ლივინგსტონი“ არის წამყვანი ციფრული კრეატიული სააგენტო ჩვენს რეგიონში. რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალების, ჯამში ის 200 ჯილდოს მფლობელია.