საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 50-ე საიუბილეო გრანდ სლემი მიმდინარეობს. 73 კგ წონით კატეგორიაში პრესტიჟული ტურნირის ვიცეჩემპიონი გიორგი ჩიხელიძე გახდა და საქართველოს 2024 წლის გრანდ სლემზე პირველი მედალი მოუტანა. სპორტსმენი ფინალში იაპონელ ტაცუკი იშიჰარასთან დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და ფინალამდე ჩეხი, რუმინელი, ბრაზილიელი, მოლდაველი და უზბეკი სპორტსმენები დაამარცხა. ეს გიორგი ჩიხელიძისთვის უფროსებში კარიერის პირველი მნიშვნელოვანი წარმატებაა.
4 თებერვალს ტურნირზე მედლების მოპოვებას ვარლამ ლიპარტელიანი, მიხეილ ჯაფარიძე (100 კგ), საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი ( +100 კგ) შეეცდებიან.
ინფორმაციისთვის: გასულ წელს პარიზის გრანდ სლემზე გამარჯვება ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) იზეიმეს, ლუკა მაისურაძემ (90 კგ) კი ასპარეზობა ბრინჯაოს მედლით დაასრულა.