ევროვიზია 2024-ზე ნუცა ბუზალაძე 9 მაისს მეორე ნახევარფინალურ შოუში იმღერებს

ქალაქ მალმეში კონკურსის „ევროვიზია 2024“-ის წილისყრა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე მეორე ნახევარფინალური შოუს მეორე ნახევარში იმღერებს.

საქართველოსთან ერთად, მეორე ნახევარფინალში იმღერებენ: შვეიცარია, საბერძნეთი, ლატვია, სან-მარინო ავსტრია, ალბანეთი, მალტა, დანია, სომხეთი, ჩეხეთი, ისრაელი, ესტონეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია და ბელგია.

პირველ ნახევარფინალურ შოუში კი კვიპროსის, ირლანდის, სლოვენიის, უკრაინის,  პოლონეთის, სერბეთის, ლიეტუვას, ფინეთის, პორტუგალიის, ლუქსემბურგის, ხორვატიის, ისლანდიის, ავსტრალიის, მოლდოვადას და აზერბაიჯანის წარმომადგენლები იმღერებენ.

დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, გერმანია და წინა წლის გამარჯვებული ქვეყანა – შვედეთი ავტომატურად მოხვდებიან ფინალში.

შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 7, 9 და 11 მაისს შვედეთის ქალაქ მალმეში, Malmö Arena-ზე გაიმართება.

ევროვიზიანუცა ბუზალაძე