Madrid Fusión – აღმოაჩინეთ ტრადიციული და თანამედროვე ქართული სამზარეულო საოცარი კომბინაცია

მსოფლიოში ყველაზე დიდი გასტროკონგრესი Madrid Fusión  საქართველოს  შესახებ Facebook გვერდზე მორიგ  პოსტებს აქვეყნებს.

აღმოაჩინეთ საქართველოს გასტრონომიული საიდუმლო  Madrid Fusión-ზე, გაიზიარეთ ქართული სამზარეულოს გამოცდილება, რომელიც ყველას აღაფრთოვანებს. საქართველო ეს არის ქვეყანა, სადაც მთავარი კერძი სტუმარმასპინძლობაა“.

„წელს Madrid Fusión-მა ქართული ფერები ჩაიცვა და არომატიც მიიღო. აღმოაჩინეთ ტრადიციული და თანამედროვე ქართული სამზარეულო საოცარი კომბინაცია“,-წერს Madrid Fusión საქართველოს შესახებ.

საქართველო მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტროკონგრესზეა Madrid Fusión 2024 წარმოდგენილი. ღონისძიებაზე საქართველო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.

საერთაშორისო კონგრესზე,  საქართველოს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს სტენდზე ინტეგრირებულია ეგრეთ წოდებული Show Kitchen.

სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები ეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე  ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია ტარდება.

Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს   ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი და მადრიდში მდებარე რესტორანი ნუნუკა წარადგენენ. გასტროკონგრესის მონაწილეებს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის  თავმჯდომარე შალვა ხეცურიანი ქართული ღვინის მრავალ საუკუნოვან ისტორიას აცნობს.