ინგა გურგენიძე ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილე ევროპელ სპორტსმენებს შორის საუკეთესო აღმოჩნდა

სამხრეთ კორეაში ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, იუნიორ  გოგონებს  შორის, მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდა. 15 ქვეყნის 17 სპორტსმენს შორის საქართველოს ნაკრების წევრმა ინგა გურგენიძემ 173,41  ქულით მე- 5 ადგილი დაიკავა და პოზიციები მხოლოდ იაპონელ და კორეელ სპორტსმენებს დაუთმო. ამასთან, ჩვენი მოციგურავე ოლიმპიადაში მონაწილე ევროპელ სპორტსმენებს შორის საუკეთესო აღმოჩნდა.

ინგა გურგენიძის საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა, ოლიმპიადაზე მისი სადებიუტო გამოსვლის ფარგლებში, ნამდვილად კარგი მაჩვენებელია.

ინგა გურგენიძე