სანდრო ბაზაძე საფრანგეთის ჩემპიონია

ქალაქმა მეზონ-ალფორმა ხმლით გუნდურ პირველობაში საფრანგეთის ჩემპიონატს უმასპინძლა.

ტურნირის გამარჯვებული გახდა კლუბი „ორლეანი“, რომლის ლიდერიც მსოფლიოს ნომერი პირველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძეა. კლუბის ღირსებას ბაზაძესთან ერთად ფრანგი მოფარიკავეები ბოლად აპიტი და ძმები – ჟან-ფილიპ და სებასტიან პატრისები იცავდნენ.

აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძემ პრესტიჟული ტურნირის მოგება კლუბ „ორლეანის“ შემადგენლობაში 2022  და 2023 წლებშიც  შეძლო.

სანდრო ბაზაძე