გერმანიის ქალაქ ჰანოვერში, ძველით ახალ წელს, საზეიმო ვითარებაში, ქართული ცეკვის უფასო წრე გაიხსნა. პროექტმა გაიარა კონკურსი და დაფინანსება ჰანოვერის მუნიციპალიტეტისგან მიიღო. პროექტის წარმდგენი და განმახორციელებელია დიასპორული ორგანიზაცია გერმანულ-ქართული სახლი. პროექტის ხელმძღვანელი და კოორდინატორი – ნინო ციბაძე.
უფასო გაკვეთილები ჩატარდება ყოველ კვირა დღეს, გარდა სკოლის არდადეგებისა. გაკვეთილის ხანგრძლივობა 1,5 საათი იქნება. ქორეოგრაფი: ლევან თეთვაძე.
პროექტი 1 წლით ფინანსდება, დაფინანსების გაგრძელების პერსპექტივით.
პროექტში მონაწილეობის წინაპირობაა გერმანულ-ქართული სახლში გაწევრიანება.