ესპანეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ესპანეთში მოღვაწე ქართველმა მხატვარმა ლიკა შხვაცაბაიამ „ევროპის არტისტის“ ჯილდო – PREMIO DE ARTISTA DE EUROPA მოიპოვა.
დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა ქალაქ მილანში, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან 400-მდე მხატვარი მონაწილეობდა.
18 იანვარს გალერეაში Antonio Battaglia გაიხსნა 15 გამარჯვებული მხატვრის გამოფენა, რომელიც 2 კვირას გაგრძელდება. აპრილის ბოლოს კი პარიზში იგეგმება გამოფენა, სადაც შერჩეულ 5 არტისტს შორის ლიკა შხვაცაბაიას ნამუშევრებიც იქნება წარმოდგენილი.