რატომ გაიცინა აკაკიმ, როდესაც „ქართველ ქალთა საზოგადოების“ საპატიო წევრად აირჩიეს

აკაკის უყვარდა ქალები და ამას არც მალავდა… ქალებიც აღმერთებდნენ მას და ამით ბედნიერი იყო…

ერთხელ, უკვე მხცოვანი აკაკი წერეთელი გორში ჩაბრძანებულა და „ქართველ ქალთა საზოგადოების“ კრებას დასწრებია. დარბაზი ქალებით ყოფილა გადაჭედილი, პრეზიდიუმში კი აკაკი და ნიკო ლომოური ბრძანებულან. კრების თავმჯდომარე მანდილოსანს, ოვაციების ფონზე, აკაკი საზოგადოების საპატიო წევრად დაუსახელებია. მხცოვან პოეტს გულიანი სიცილი აუტეხავს. ნიკო ლომოურს მიზეზი უკითხავს, პასუხი კი ასეთი მიუღია: – ვატყობ, ცუდად არის ჩემი საქმე. ჩანს, ისე მოვხუცებულვარ, რომ საშიში აღარა ვარ ქალებისთვის, თორემ თავიანთ წევრად არ ამირჩევდნენო…

გორიდან გავრცელებულ ამ ამბავზე, თურმე, დიდხანს იცინოდნენ მთელ საქართველოში…

მწერალთა სახლი – ახალი ძველი ამბები ეკა მახარაშვილისგან

აკაკი