ASC-ის ერთ-ერთ ნომინაციაზე ფილმის „მოქალაქე წმინდანის” ოპერატორული ნამუშევრისთვის კრუმ როდრიგესია წარდგენილი

ASC – American Society of Cinematographers-ის ერთ-ერთ ნომინაციაზე – SPOTLIGHT AWARD, თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის „მოქალაქე წმინდანის” ოპერატორული ნამუშევრისთვის კრუმ როდრიგესია წარდგენილი.

ღონისძიება 3 მარტს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კრუმ როდრიგესს საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის ფილმისთვის – „მოქალაქე წმინდანი“ პრიზი ლოს-ანჯელესში გამართულ აზიის მსოფლიოს კინოფესტივალზე მიენიჭა.

„მოქალაქე წმინდანი“ თინათინ ყაჯრიშვილისა და ბასა ჯანიკაშვილის სცენარის მიხედვით, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ლევან ბერიკაშვილი, გიორგი ბაბლუანი, მარი კიტია და გია ბურჯანაძე.

American Society of Cinematographersთინათინ ყაჯრიშვილიკრუმ როდრიგესიმოქალაქე წმინდანი