იაპონიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 4 თებერვალს ტოჩინოშინის კარიერის დასრულების ცერემონია (დანპაცუშიკი) ქ. ტოკიოში, სუმოს ეროვნულ არენაზე „Ryogoku Kokugikan“ გაიმართება.
იაპონიაში მცხოვრებ ან ვიზიტით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც სურვილი აქვს დაესწროს ცერემონიალს, შეუძლია საელჩოს დაუკავშირდეს ელექტონული ფოსტის მისამართზე: Tokyo.emb@mfa.gov.ge, ან ტელეფონით, ნომერზე 03 5575 6091.