საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ, საელჩოს თანამშრომელთან, დავით გოგინაშვილთან ერთად ქალაქ კობეში არსებულ “Kobe Gakuin University”-ში საქართველოს შესახებ ლექცია წაიკითხა.
ლექცია ონლაინ რეჟიმში სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გადაიცემოდა. საერთო ჯამში, მსმენელთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. საუბარი შეეხო საქართველოს ისტორიას, კულტურას, იაპონიასთან ორმხრივ ურთიერთობებს და ზოგადად იაპონიაში საქართველოს საელჩოს საქმიანობას. რის შემდეგაც სტუდენტებსა და საელჩოს წარმომადგენლებს შორის ინტერაქტიური კითხვა-პასუხი გაიმართა.
ლექციის შემდეგ აღნიშნული უნივერსიტეტის პროფესორის, ბ-ნ იოშიჰიკო ოკაბეს ინიციატივით, თეიმურაზ ლეჟავას მოწვეული პროფესორის, ხოლო დავით გოგინაშვილს მოწვეული ასოცირებული პროფესორის წოდება მიენაიჭათ.